დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ბილაინი" საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტის დასანერგად ემზადება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2015/01/15 14:22:58

კომპანია „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა, ბილაინის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად,  ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, რომელიც ბილაინის მიერ მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვის უახლოეს გეგმებს მიეძღვნა.


„ბილაინმა“ ახლახანს  გაიმარჯვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ  მეოთხე თაობის ინტერნეტმომსახურების დასანერგად ლიცენზიის გასაცემ  აუქციონში და საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ მის ინტერესებში შემავალი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა და ტერიტორიული ერთეულების გარდა, მეოთხე თაობის  ინტერნეტმომსახურება დანერგოს საქართველოს  იმ დასახლებულ პუნქტებშიც,  სადაც უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე  ნაკლებიაშემდეგი პირობებით: 30%–ში – 2016 წლის თებერვლამდე,  50%–ში–2017 წლის თებერვლამდე, 70%–ში – 2018 წლის თებერვლამდე, 90%–ში – 2020 წლის თებერვლამდე.


მედიის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც  ინტერნეტის დანერგვის   წინასწარ დათქმულ ვადებზე, ასევე  – დაფარვის არეალზე,  საფასო პოლიტიკასა და  ინტერნეტის ტექნიკურ პარამეტრებზე. გიორგი ტყეშელაშვილის თქმით, "ბილაინი" კვლავ ერთგული დარჩება ყველაზე დაბალი სატარიფო პოლიტიკის, რათა მეოთხე თაობის ინტერნეტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ფართო ფენებისთვის.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სულ „ბილაინს“ მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვისათვის საჭირო ლიცენზია  50,7 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.


”ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ეს არის ყველაზე მსხვილი და მოსახლეობაზე ორიენტრირებული  სოციალური ინვესტიცია, რომელიც კი საქართველოში განხორციელებულა.  მოხარულები ვართ, რომ სწორედ „ბილაინი“ იქნება კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ძალიან მალე, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი  მიიღებს ისეთ ინტერნეტს, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს. ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება, 2020 წლამდე გაგრძელდება.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ერთ–ერთი  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კერძო  პროექტი  საქართველოს ისტორიაში . ”-  განუცხადა „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია