დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყაზახეთში ამოუცნობი ეპიდემია მძვინვარებს. ადამიანებს უეცრად ძილი იპყრობს
2015/01/15 12:57:16

აზახეთის ჩრდილოეთით, პატარა სოფელ კალაჩიში ამოუცნობი ეპიდემია მძვინვარებს. ათეულობით მძინარე ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ეგრეთ წოდებული “ძილის დაავადება”მხოლოდ ძილს არ იწვევს -ავადმყოფები გონების დაკარგვას და ჰალუცინაციებსაც უჩივიან. სპეციალისტები ჩიხში არიან. აქამდე არ არის დადგენილი ეპიდემიის უეცარი აფეთქების მიზეზი.

59b0bb63ac1b0add0abe35456739a7b1555ba862

 

1 სექტემბერს, გაკვეთილების დაწყებამდე , პირდაპირ სკოლის ეზოში 9 მოსწავლემ დაიძინა . მათი გაღვიძება მხოლოდ 1 დღის შემდეგ მოხერხდა. თვალების გახელისას ბავშვები ისე იქცეოდნენ, თითქოს ისევ საშინელ სიზმარს ხედავდნენ – იმდენად არაადექვატურად, რომ მათი საწოლზე დაბმა გახდა აუცილებელი.

დეკემბერში სოფელს ძილმა ისევ შემოუტია.მედიკოსები ვერაფერს ამბობენ. სოფლის ექიმს თავად ჩაეძინა და 5 დღეა სძინავს. საავადმყოფოში მას წვეთოვანი დაუდგეს და ნემსებს უკეთებენ.

19_son

НТВ-ს კორესპონდენტი, სერგეი მოროზოვის ცნობით, 18 ადამიანს, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში წვანან, დიაგნოზი -“გაურკვეველი წარმოშობის ენცეფალოპათია” დაუდგინეს. ეს ნიშნავს, რომ ტვინის დაზიანება გაურკვეველმა ნივთიერებამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში, მეცნიერებს არანაირი პასუხი არ აქვთ .

ძილის ეპიდემიამ სოფელ კალაჩს გასული წლის მარტიდან შემოუტია. ადგილობრივები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ იქვე მიტოვებული ურანის მაღაროა. სემიპალატინსკის რადიაციული მედიცინის  სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ამ პრობლემის გამოსაკვლევად ტომსკიდან კოლეგები მიიწვია, მაგრამ როგორც ჩანს, სამუშაოები გასაიდუმლოებულია.

uranium-mine-570x400

რუსი მეცნიერები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იკვლევდნენ ადამიანის ორგანიზმზე  რადიაციის ზემოქმედებას, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უფრო ქიმიას ჰგავს და არა რადიაციას. რადიაციის დროს ადამიანები გაუნძრევლად წვანან და გამოჯანმრთელებაც ასე ადვილად არ ხდება. აქ კი ზოგი ასლოკინებს, ზოგი იცინის, ზოგი ლოკოკინებს აგროვებს…ფსიქიატრებს მასობრივ ისტერიაზეც აქვთ ეჭვი.

სოფელში სულ 600 ადამიანი ცხოვრობს, მათგან  ყოველმა მეათემ გადაიტანა “ძილის ავადმყოფობა”. მცხოვრებლები ხელისუფლებას, სხვა ადგილებში ჩასახლებას თხოვენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი არ ჩანს.

 

 

 

83da91e2287d08b532c192c178121793

 

წყარო: http://www.postalioni.com/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია