დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მინისტრ სერგეენკოს გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის დასამარცხებლად
2015/01/14 13:55:38

2015 წელი მთავრობისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება.


მიმდინარე  წლის მთავარი გამოწვევა მთვარობისთვის საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაციიაა. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება. მისი მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც, პირველ რიგში, გულისხმობს დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას.


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  დავით სერგეენკომ მოუწოდა მთავრობისა და საზოგადოების წევრებს, ასევე - მედიასაშუალებებს, გამოხატონ საკუთარი მოსაზრება, მოწერონ ჯანდაცვის სამინისტროს 3 გზავნილი, თუ როგორ შეიძლება, დავამარცხოთ C ჰეპატიტი. აზრის გამოხატვა უნდა მოხდეს სოციალურ ქსელში და მოინიშნოს ჯანდაცვის სამiნისტროს ოფიციალური ფეისბუქგვერდი, რათა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აკონტროლის და მონიტორინგი გაუწიოს, რა სახის გზავნილები შემოვა საზოგადოებიდან.


აქცია – ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი!


დავით სერგეენკოს გზავნილები:


1.ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს ყველა ის
მოქალაქე, ვისაც ეს დაავადება აქვს. მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება
ყველასთვის, მათ შორის – პატიმრებისთვისაც.


2. არ მოხდება პრევენცია, ვერ განხორციელდება ელიმინაცია!


3. C ჰეპატიტის მკურნალობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი
გაუმჯობესდება. მკურნალობა გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.


მინისტრმა აქციაში მონაწილეობისთვის გამოიწვია:


1. საქართველოს მთავრობის წევრები,


2. ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი,


3. სამოქალაქო სექტორი, საზოგადოების აქტიურ წევრები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია