დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ უნდა დალიოთ გაზიანი სასმელი
2015/01/14 11:53:30

ყველამ იცის, რომ გაზირებული სასმელების დალევა საზიანოა… თუმცა რა არის ამის მიზეზი? ხომ შეიძლება, რომ მის მიერ მოყენებული ზიანი არც ისე დიდი იყოს, როგორც ამას გვეუბნებიან? წაიკითხე ეს პოსტი და შენ შეძლებ დასკვნების გაკეთებას იმის შესახებ უნდა დალიო თუ არა ასეთი სასმელები.


– პირველი 10 წუთის განმავლობაში მას შედეგ, რაც გაზიან სასმელს მიიღებთ ორგანიზმში ხვდება 10 ჩაის კოვზი შაქარი (მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც რეკომენდირებულია, რომ ადამიანმა მიიღოს). ამ დროს შაქრის ზედმეტი მიღებისგან გული მხოლოდ იმიტომ არ გერევა, რომ ფოსფორმჟავა რომელსაც შეიცავს ტკბილი წყალი ანეიტრალებს სიტკბოს.


– 20 წუთის შემდეგ: სისხლში შაქრის შემცველობა იმატებს. ეს თავის მხრივ ზრდის ინსულინის გამოყოფის ინტენსივობას. ის შაქარს ცხიმად გარდაქმნის.


– 40 წუთის შემდეგ: კოფეინი სრულად შთაინთქმება. იზრდება არტერიული წნევა. უფრო მეტი შაქარი გადადის სისხლში. იბლოკებიან ტვინის ადენოზინის რეცეპტორები.


– 45 წუთის შემდეგ: ძლიერდება დოფამინის გამოყოფა. ეს არის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს სიამოვნების ცენტრს ტვინში. იგივე პრინციპით მოქმედებს ჰეროინიც.


– ერთი საათის შემდეგ: ფოსფორმჟავა ბოჭავს კალციუმს, მაგნიუმსა და თუთიის ნაწლავში შეწოვას. იზრდება მეტაბოლიზმი. ზრდის კალციუმის ექსკრეციას შარდში.


– ერთ საათზე მეტ დროში: აქტიურდება კოფეინის შარდმდენი ეფექტი. გინდებათ ტუალეტში წასვლა. გამოიყოფა კალციუმი, მაგნიუმი და თუთია, რომელიც აუცილებელია ძვლების სიძლერისათვის. ადამიანი გაღიზიანებული და ლეთარგიული ხდება.


მართლა გსურთ რომ ასეთი რამ დაგემართოთ? თუ არა, მაშინ უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ.
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც!

 

წყარო: aww.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია