დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სწორედ ამის წყალობით ვარ დღეს ცოცხალი“ – „შარლი ებდოს“ გადარჩენილი კარიკატურისტი
2015/01/11 21:18:25

„შარლი ებდოს“ რედაქციის ერთ-ერთი კარიკატურისტი ტერორისტულ თავდასხმას სრულად შემთხვევით გადაურჩა.

 

გერჰარდ პოლტროფი, რომელსაც მკვითხველი ფსევდომ უილემით იცნობს, გერმანულ გაზეთთან ისაუბარში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით კრიტიკულ აზრს გამოთქვამს. მან  გაზეთის რედაქციის მისამართით გამოთქმული საერთაშორსო მხარდაჭერა ასე შეაფასა: „გამაღიზიანებულია, როდესაც ჩვენს მეგობრად აცხადებს თავს ის ხალხი, ვინც რეალურად არც კი იცის, რა არის „შარლი ებდო“. უცნაურია, მაგრამ ძირითადი მხარდაჭერა მოდის საზოგადოების იმ ნაწილისაგან, რომელსაც ჩვენი გამოცემის ერთი ნომერიც კი არ აქვს წაკითხული. სასაცილოა, რამდენიმე წლის წინ პაკისტანში ათასობით ადამიანი გამოვიდა ჩარლი ებდოს წინააღმდეგ. თუმცა, რეალურად, არც კი იცოდნენ, რას წარმოადგენდა ის. დღეს ყველაფერი შეიცვალა!“

 

ბერნარდ პოლტროფმა საკუთარი გადარჩენის ისტორიაც მოჰყვა: „ამას შესაძლოა, შემთხვევითობა ვუწოდოთ. მე არ მიყვარს რედაქციის ოფიციალური შეკრებები, ამიტომ ხშირად ვაცდენ ასეთ შეხვედრებს. იმ დღესაც არ მივედი სამსახურში. სწორედ ამის წყალობით ვარ დღეს ცოცხალი!“

 

ლიპტროფი თვლის, რომ რედაქციამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა, რათა ისლამისტმა ტერორისტებმა ვერ მიაღწიონ მიზანს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2890
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია