საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ჩინელი პინგაი ტ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს
2015/01/09 12:42:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე პინგაი . დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N12-ში ფართი იქირავა, .. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა, რეალურად კი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254- მუხლით).

 

წყარო: http://police.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია