დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის თვითმმართველობა ამინდის გაუარესებისთვის მზადაა
2015/01/09 10:41:05

ქუთაისში თოვლი იგვიანებს, თუმცა ზამთრისთვის მზადებას ქალაქის თვითმმართველობა უკვე შეუდგა. მზადყოფნის დემონსტრირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მესხიშვილის თეატრთან დადგმული ქალაქის მთავარი ნაძვის ხის წინ გადაწყვიტა.

 

ტექნიკა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე გამოფინეს, მოგვიანებით ქალაქის ყველა უბანში გადანაწილდება. ქუთაისის ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის მობილიზებულია ათი ერთეული ტექნიკა, მათ შორის - ორი ახალი შეძენილი.

 

მერიაში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოყვანილი იქნება ტრაქტორები და სპეციალური გრეიდერები. როგორც ვიცე-მერი აცხადებს, წელს არამხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა გზების გაწმენდაც მოხდება. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია