დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შოთა მურღულია: „პროცესი მიმდინარეობდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ“
2015/01/08 11:50:45

ქუთაისის თვითმმართველობაში ჩატარებული კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჯამეს

 

ქუთაისში მერიასა და საკრებულოში თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული 157 კონკურსანტია.  მერიაში - 145, საკრუბელოში კი 12 პირი დასაქმდა. 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. ინფორმაცია ჟურნალისტებს ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიაწოდეს.

 

თანამშრომელთა დანიშვნა თვითმმართველობაში 2 კვირის ვადაში მოხდება. ასევე ორ კვირაში გახდება ცნობილი დანარჩენ ადგილებზე მიღებულთა ვინაობაც.


„კონკურსი გამოცხადდა hr.gov.ge-ზე, როგორც ეს არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. პროცესი მიმდინარეობდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ყველა ეტაპის ინფორმაცია - როგორც წინასწარი, ასევე დაზუსტებული მონაცემები, ჟურნალისტებისათვის იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ არაერთი ბრიფინგი ამის თაობაზე. ასევე, პროცესთან დაკავშირებით ვიდეო-აუდიოჩაწერა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ პროცესის დაკვირვება - კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში - იყო სრულად  უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

„კომისიის მხრიდან შერჩევის დროს აღინიშნა და ბუნებრივია, მთავარი მნიშვნელობა  ენიჭებოდა კანდიდატების უნარიანობას დარგობრივ საკითხებში იმიტომ, რომ ტესტირების დროს მათ ჰქონდათ ზოგადი განათლების, კანონების ცოდნის თავიანთი მაჩვენებელი დაფიქსირებული. გასაუბრებისდროს ხდებოდა დაზუჩტება, რამდენად დარგობრივად მზად იყო ესა თუ ის ადამიანი, კონკრეტულად იმ სამსახურში შეესრულებინა თავისი უფლებამოსილებები,“ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე დროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით დთვალი.

 

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა სია ( http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=57272 ) ორი დღის წინ გამოაქვეყნა. 

 

წყარო: imedi.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2346
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია