საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ალილო“ ქუთაისში
2015/01/07 13:44:34

ქუთაისში შობის აღნიშვნა ალილოს მონაწილეებმა მსვლელობით დაიწყეს. ალილოს მონაწილეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ქუთაისელებს შობის დღესასწაული ქალაქის მერმა, იმერეთის გუბერნატორმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს.


უკვე რამდენიმე წელია ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობას ულოცავენ.


დღის განმავლობაში შეგროვებული სურსათ-სანოვაგე წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს გადაეცემა.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია