დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო უშენოდ...“
2015/01/07 09:28:37

სოციალურ ქსელში იტალიურ ბორანზე დაღუპული მამა ილია კარტოზიას დედის წერილი ქვეყნდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ცა და ქვეყანა ჩამოიქცა ჩემთვის, როდესაც შენი შემზარავი ამბავი გვამცნო ტელევიზიამ. იმ წამს ვიფიქრე, თავი რატომ გაწირა - მეთქი, გონს რომ მოვეგე, მივხვდი, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდი, შვილო. შენ, სრულიად პატარა ბავშვმა, მოახერხე ის ანგელოზი გადაგერჩინა, სანაცვლოდ კი საკუთარი თავი გაგეწირა. წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად წახვედი, მჯერა, წმინდანმა უფლის გვერდით მიგიჩინა ადგილი. რა ვქნა, დედი, სული მტკივა და გული მეწურება...

 

გმირი შვილი გყავსო, საუკუნის გმირი- მანუგეშებენ, მამხნევებენ, დედი! ყოველთვის ასე იყო, შვილო, ბავშვობიდანვე ყველაფერი საოცრად გეჩქარებოდა, შავ-ბნელი სიკვდილიც როგორ ჩქარა მოვიდა შენთან. ვამაყობდი შენით, დღეს კი-ათჯერ მეტად, შვილო! შენი ვაჟკაცობის ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო. შენით ამაყობს მშობლიური სკოლა, ქალაქი, ოჯახი, ქუჩა, სადაც გაიზარდე, მთელი საქართველო! ვაჟკაცურად იცხოვრე ამ წუთისოფელში, ხანმოკლე სიცოცხლეც ვაჟკაცურად დაასრულე. შენ ჩემი მონატრებული შვილი ხარ, დედი! ერთი დიდი სურვილი მაქვს, ერთი დიდი ოცნება- წუთით მაინც შენი გაღიმებული სახე ვიხილო, მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია... როგორ ვიცხოვრო, როგორ ვიარსებო უშენოდ. იმის ფიქრიც კი მზარავს, რომ ვერასდროს გნახავ, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ უფალთან ხარ სასუფეველში.

 

მე კი გპირდები, დედი, ისე მოვიქცევი, როგორც შენს ნათელ სულს გაახარებს, ჩემო რჩეულო შვილო. ომის დროს ცხინვალშიც უშიშრად წახვედი მიცვალებულთა გადმოსასვენებლად, ჩემო ძლიერო და დაუდეგარო ბიჭო, მოყვასისთვის თავს არ ზოგავდი და გაჭირვებულების ტალკვესი იყავი. რასაც დაისახავდი მიზნად, ყველაფერს საოცრად სწრაფად აღწევდი, მჯერა, ზეციდანაც სწრაფად შეგვეწევი დაგვიფარავ ჩვენ, დაიფარავ მთელ საქართველოს.შენზე მლოცველი, ღრმად მწუხარე დედა",-აღნიშნულია წერილში.

 

 

წყარო: http://pirveliradio.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია