დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში რამდენიმე მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა
2015/01/06 15:22:46

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაბა ფასანაურიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა. 

საპატრულო პოლიცია ასევე გაცნობებთ, რომ დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უგზოობის გამო მიმოსვლა დროებით შეზღუდულია როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილებისთვის.

 

ასევე დიდთოვლობის გამო მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო გამშვებ პუნქტსამებამდე“.

 

აგრეთვე აკრძალულია მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით.

 

ორივე მონაკვეთზე გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

p.s. ბოლო ინფორმაციით, ასევე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მიძრაობა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია