დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მონსერატ კაბალიე გადასახადების გადაუხდელობისთვის დაპატიმრებას გადაურჩა
2014/12/25 11:14:56

ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე კატალონიის პროკურატურას გაურიგდა, რათა თავი აერიდებინა პატიმრობისთვის, რომელიც მას გადასახადების გადაუხდელობის გამო ემუქრებოდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა საინფორმაციო სააგენტო EFE-მ გაავრცელა.

 

პროკურატურამ კაბალიეს 6-თვიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით მას შემდეგ შეუცვალა, რაც მომღერალმა სახელმწიფო ხაზინაში დაახლოებით 508 000 ევრო გადარიცხა. ეს იყო თანხა, რომელიც კაბალიეს გადასახადების სახით 2010 წელს უნდა გადაეხადა.

 

გარდა ამისა, მომღერალმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომლის ოდენობა 250 000 ევროს შეადგენს. მან პირობა დადო, რომ ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს. შეთანხმება მომღერალსა და პროკურატურას შორის სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

 

81 წლის კაბალიე გადასახადებისგან თავის არიდებაში 2014 წლის გაზაფხულზე დაადანაშაულეს. გამოძიების ვერსიით, მომღერალმა მიიღო ლეგალური ცხოვრების უფლება ანდორაში, რათა არ შეეტანა ფული ესპანეთის ხაზინაში. სინამდვილეში მომღერალს საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია და როგორც გამოძიება ამტკიცებს, იგი ცხოვრებას ბარსელონაში აგრძელებდა. 2010 წელს იგი ატარებდა კონცერტებს მთელს მსოფლიოში და დეკლარაციებს ანდორაში რეგისტრირებული პატარა ფირმის მეშვეობით აფორმებდა.

 

წყარო: http://radiojako.ge/

 

პროკურორმა კარმენ მარტინმა მიმართა სასამართლოს მომღერლის ანგარიშიდან გადაუხდელითანხის დაყადაღების თხოვნით. კაბალიეს თქმით, იგი ბარსელონაში მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევისთვის ჩავიდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ 2010 წელს მისი შემოსავალი მხოლოდ 300 000 და არა ორი მილიონი ევრო იყო, რასაც პროკურატურა ამტკიცებდა. სამშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ კაბალიემ ბოლოს თავი დამნაშავედ სცნო და გარიგებაზე დათანხმდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია