დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტის სასახლესთან რაჭაში, თლუღში მოჭრილი 97 ძირი სოჭი აღმოაჩინეს
2014/12/24 14:32:55

გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში რაჭაში მოჭრილი სოჭის ხეებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი სპორტის სასახლესთან აღმოაჩინეს. 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ, თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეაღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული 97 ძირი სოჭის ჯიშის ხე-მცენარით  დატვირთული ავტომანქანა. სარეალიზაციოდ გამზადებული სოჭი მოჭრილია აბროლაურის რაიონის სოფელ თლუღის ტყეში

 

ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდაწინააღმდეგობა გაუწია უფლებამოსილ პირებს მოვალეობის შესრულების პროცესში

 

ხე-მცენარე ჩამოერთვა კანონდამრღვევს. ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე

 

მასალები შემდგომი რეაგირიებისთვის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 10  670 ლარს შეადგენს. ასევესამართალდამრღვევს წინააღმდეგობის გაწევისთვის დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია