დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ამბების ჟურნალისტები „მაესტროს“ ტოვებენ
2014/12/22 15:22:16

ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები, ერთი მეორის მიყოლებით, ავრცელებენ განცხადებებს ტელეკომპანიიდან წამოსვლის შესახებ.

„მე დავტოვე ტელეკომპანია მაესტრო“, წერს საკუთაქრ გვერდზე ახალი ამბების ჟურნალისტი სოფო კვინტრაძე და აქვე ავრცელებს განცხადების ტექსტს სამსახურიდან წასვლის შესახებ.

მანამდე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესთან“ საუბრისას  დღის შემაჯამებელი საინფორმაციო  გამოშვება "მაესტროს ცხრიანის" მთავარმა   პროდიუსერმა სოფო ზურაბიანმა, განაცხად, რომ  ის "მაესტროს" არხზე მოსალოდნელი და განვითარებული პროცესების გამო ტოვებს, ხოლო სხვა თანამშრომლების შესახებ ვერაფერს იტყვის, ვინაიდან გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

"მეც ვტოვებ ცხრიანის მთავარი პროდიუსერის თანამდებობას არხზე მოსალოდნელი, თუ განვითარებული პროცესები, უფრო კონკრეტულად "მაესტროს ცხრიანი" ახალი სეზონიდან ბადეში აღარ ზის; ნინო ჟიჟილაშვილი აღარ არის დირექტორის მოადგილე საინფორმაციო მიმართულებით. მანამდე იყო ცვლილებები არხის ბადესთან დაკავშირებით, მაგრამ საინფორმაციოსთან შეუთანხმებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ცხრიანი აღარ არის ბადეში", - თქვა სოფო ზურაბიანმა.
მისივე ინფორმაციით, 21 დეკემბერს გაირკვა, რომ ნინო ჟიჟილაშვილს, რომელიც ისედაც მიდიოდა არხიდან, უშვებენ და მის ნაცვლად კოკა ყანდიაშვილი მოდის. 
"ნინო ჟიჟილაშვილი, ფაქტობრივად, ნაცვლდება კოკა ყანდიაშვილით, შესაბამისად მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვდივარ", - დასძინა ზურაბიანმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავად ნინო ჟიჟილაშვილმა განუცხადა,   გუშინ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან გაიმართა თათბირი, რომლის შემდეგაც მას კოტე გოგელიამ დაურეკა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა. 
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დავტოვე "მაესტრო". მიზეზი რამდენიმე იყო. მე ეს ისედაც მქონდა გეგმაში. ალბათ უახლოეს კვირაში უნდა გადამედგა

ეს ნაბიჯი, თუმცა გუშინ მე გამათავისუფლეს დაკავებული პოზიციებიდან. ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიმიღია ინფორმაცია მიზეზების თაობაზე. ტელეკომპანიის დირექტორთან იყო თათბირი, რომლის შემდეგაც მივიღე ზარი ტელეკომპანიის დამფუძნებლისგან კოტე გოგელიასგან, რომ მე "მაესტროში" აღარ ვმუშაობ. პირადად გამათავისუფლა, თუმცა ოფიციალურად ეს არ მომხდარა", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
„ინტერპრესნიუსს“ ახალი ამბების კიდევ ერთმა ჟურნალისტმა გიგი გაგუამშემდეგი განუცხადა:"მე როგორც უცხოეთის ბლოკის რედაქტორი, ჟურნალისტი, ვტოვებ "მაესტროს". მიზეზი არის ის, რომ მე ვერ მომცეს იმის გარანტია, რომ იქნებოდა საინფორმაციო დამოუკიდებლობა. მე ვერ ვიმუშავებ იმ გარემოში, სადაც კოკა ყანდიაშვილმა უნდა გვიკარნახოს, თუ რა დოზით უნდა გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა და რა აქცენტები უნდა დავსვათ."

თავად კოკა ყანდიაშვილმა, რომელიც მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობს, ფეისბუკის გვერდზე უარყო განცხადება, რომ ის „მაესტროში“ მუშაობას აპირებს. თუმცა, დასძინა, რომ ტელეკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მისის სტუდიის პროექტების ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით.

„უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება მოლაპარაკება "მაესტროსთან" და სხვა არხებთან - ჩემი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ "მაესტრო" - დაინტერესებულია 2 ტელე-პროდუქტით: რეალითი-შოუ ფეხბურთზე (ძალიან მაგარი იდეაა) და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში დავწერე ფეისბუქზე... 
მოლაპარაკებები არხებთან - გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას  ისედაც მაქვს სამსახური...", განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

წყარო: http://www.media.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია