დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორი ქართული ფილმი _ „ოსკარზე“
2014/12/20 15:14:51

„ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის ჩამონათვალში ორი ქართული ფილმი - გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის "მანდარინები" მოხვდა, რომელიც ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა და ესტონეთმა წარადგინა. 


„ოსკარის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიამ 83 უცხოენოვანი ფილმიდან 9 ფილმი შეარჩია, რომელთაგან საბოლოოდ, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ხუთი ნომინანტი შეირჩევა. 
„ოსკარის" უცხოენოვანი ფილმების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: არგენტინული Wild Tales, მავრიტანული Timbuktu, ჰოლანდიური Accused, პოლონური Ida, რუსული Leviathan, შვედური Force Majeure, ვენესუელური The Liberator.


„ოსკარის" 87-ე დაჯილდოების საბოლოო ნომინანტები 2015 წლის 15 იანვარს გახდება ცნობილი. 
დაჯილდოების ცერემონია 22 თებერვალს, "დოლბის" თეატრში გაიმართება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია