დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უხერხული კითხვა პუტინს უკრაინელი ჟურნალისტისგან
2014/12/20 14:53:22
უკრაინელი ჟურნალისტის, რომან ციმბალიუკის კითხვას პუტინისადმი დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კითხვამ, რომელმაც პუტინი, ფაქტობრივად ჩაჭრა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე გაიჟღერა. 


"უკრაინული სააგენტო „УНИАН“-ი, თუ შეიძლება რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ. პირველი კითხვა შეეხება თქვენ მიერ ჩემს სამშობლოში დაგეგმილ და მოწყობილ  სამხედრო ოპერაციებს. 


საიდუმლო არაა, რომ იქ რუსი სამხედროები და დაქირავებული მებრძოლები  იბრძვიან. კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რამდენი მებრძოლი გაგზავნეთ უკრაინაში, რა რაოდენობის ტექნიკა და რამდენი თქვენი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე და თქვენ, როგორც რუსული არმიის მთავარსარდალი რას ეტყოდით თქვენ მიერ გაგზავნილი და იქ დაღუპული რუსი მებრძოლების ოჯახის წევრებს, რით გაამხნევებდით მათ?  

და კიდევ ერთი, ძალიან მოკლე კითხვა. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, მას ერქვა ვიქტორი და ის ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმალება, თუმცა თავისუფლად ცხოვრობს. 


მე კითხვა მაქვს, როდის გამოუშვებთ უკრაინელ გმირ მფრინავს, ქალბატონ სავჩენკოს, უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს და როგორც მინიმუმ 30 უკრაინელ სამხედროს, რომლებიც თქვენ რუსეთის ციხეებში გყავთ გამომწყვდეული და რა პირობებს აყენებთ ამისთვის? გმადლობთ"…
წყარო:http://presa.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია