დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დადგმას ითხოვენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/19 15:21:27

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ "LLL"-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სახელმწიფო რწმუნებულს, იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დვალს ინიციატივით მიმართავს.


ბესიკ ადამია ითხოვს, რომ „ტორპედოს“ სტადიონთან, ხორავას #12-სა და 31- საჯარო სკოლას შორის მოედანზე დაიდგას ამის ნათებით "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი, რომელზეც სიტყვა მშვიდობა კუბიკებში იქნება ჩაწერილი მსოფლიოს მრავალ ენებზე. მათ შორის, აფხაზურად და ოსურად. თვით მოედანს კი მშვიდობის მოედანი დაერქვას.


"ეს ყოველივე მოაწესრიგებს იქ ქაოსურად მოძრავ ავტომობილებსაც. მემორიალის დანგრევის შემდეგ, ეს ბურთის მონუმენტი ახალი ლამაზი შენაძენი იქნება ქუთათურებისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ჩვენი „ტორპედოს“ სტადიონის უბნისთვის. ამისთვის კი, სჭიროა, ქალაქის მმართველობამ კეთილი ნება გამოიჩინოს და მომავალი წლის ბიუჯეტში ჩასვას "მშვიდობის ბურთის" პროექტი. ვიმედოვნებ, რომ "მშვიდობის ბურთის" იდეას მხარს დაუჭერს ყველა ქუთათური და ადგილობრივი ხელისუფლება," - აცხადებს ბესიკ ადამიამ.

 

მანამდე ბესიკ ადამიას მხარდაჭერის წერილი ჩამოუვიდა პარიზის მერიიდან, სადაც მის ინიციატივას, რომ იქ, მშვიდობის კედელზე სიტყვა "მშვიდობა" ქართულ ენაზეც დაიწეროს, მხარს უჭერენ. ქუთაისში განსახორციელებელი ამ ახალი იდეისთვის კი მხოლოდ მონუმენტის ავტორის მოძიება და ნებართვაა საჭირო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია