დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შიდა და გარემიგრაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/18 13:16:51

  მიგრანტთა საერთაშორისო დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი სამოქალაქო საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრით გამოეხმაურა.

ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობისთვის სავიზო პროცედურები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცი, ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საფრთხე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა–ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც საიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"საია ახორციელებს პროექტს "საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა", რომლის ფარგლებშიც ხდება ლეგალური და არალეგალური მიგრაციის მაჩვენებლის დადგენა, ტრეფიკინგის რისკები და საფრთხეები, ასევე   ვიზალიბერალიზაციის პროცესი განხილვა"–განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ჭიქაბერიძემ.

როგორც საიაში აღნიშნავენ, ვიზა–ლიბერალიაზციის პროცესმა უცხოელ მოქალაქეებზე ვიზების გაცემა გაართულა. თავად პროცესში კი უმარავი ხარვეზი და პრობლემა აღმოაჩინა, რის გამოც არაერთ მოქალქეს საზღვრის გადმოკვეთა გაუძნელდა. რასაც შესაბამის უწყებებში არსებული ბიუროკრატია და სახელმწიფო უწყებებს შორის უფლებების განსაზღვრის პრობლემა ართულებს.

"საია" რეგიონებში ახორციელებდა კვლევებს, სწორედ კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ უფლებების და  ვალდებულებების, ასევე შიდა და გარე მიგრაციაზე შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ არ იციან საკუთარ მუნიციპალიტეტში მიგრაციის რა მაჩვენებელია.  არ ფლობენ ინფორმაციას საკუთარი ამომრჩევლების მდგომარეობის შესახებ.

ასევე თავად მოქალქეებმა არ იციან ვიზა–ლიბერალიზაციის მნიშვნელობა, უმეტესობა თვლის, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა ყველა მსურველს შეეძლება, რაც არ არის რეალობა. ვიზის მისაღებად გამარტივებული პროცესის გავლა–სტუდენტებს, პროფესიით მომუშავეებ პირებს და ოჯახის გაერთიანების მიზნით საზღვარგარეთ წამსვლელებს შეეძლებათ.

იმერეთში შიდა და გარე  მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელით ჭიათურა–საჩხერე გამოირჩევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია