დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იგრძნობოდა მძაფრი სუნი, კედლები ნესტიანი და ბინძური, საკნის ფანჯარაში არ იყო ჩასმული მინა...
2014/12/17 12:24:13

საქართველოს სახალხო დამცველმა 12 დეკემბერს წინადადებით მიმართა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს და სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების – გ.კ.-ს, ნ.მ.-ს, გ.ბ.-სა და გ.ბ.-ს ჯანმრთელობის დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ღირსების შესაბამისი პირობების შექმნა მოითხოვა.


2014 წლის 2 დეკემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები არაერთხელ შეხვდნენ და ესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს - გ.კ.-ს, ნ.მ.-ს, გ.ბ.-სა და გ.ბ.-ს.


შეხვედრების დროს შედგენილი ოქმებით, ახსნა-განმარტებებითა და დაწესებულებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულმა ოთხმა მსჯავრდებულმა 2014 წლის 28 ნოემბრიდან სხვადასხვა დღეს დაიწყეს შიმშილობა, ხოლო იმავე პერიოდში მსჯავრდებულებმა გ.კ.-მ, ნ.მ.-მ და გ.ბ.-მ მიიყენეს მრავლობითი თვითდაზიანება.

მსჯავრდებულებთან გასაუბრების დროს შედგენილი ოქმებით დასტურდება, რომ მათ მიერ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა გამოწვეული იყო სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებით (არ ეძლევათ გასეირნების უფლება, ტანსაცმლის გარეცხვის შესაძლებლობა და ა.შ.), პატიმრებისათვის პირადი ნივთების ჩამორთმევის პრაქტიკის, არასათანადო და არაპროპორციული დისციპლინური სახდელების დადების გამო, რაც მათი განცხადებით, მუდმივად გამოიყენება დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების მიმართ, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით. მსჯავრდებული გ.კ. ასევე აცხადებდა, რომ მას დაწესებულების თანამშრომლები სთხოვდნენ იმ საჩივრებზე უარის თქმას, რომელიც სასჯელაღსრულების N 8 და N 2 დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას ეხებოდა.


სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ საკნის დათვალიერების შედეგად (სადაც მოთავსებული იყვნენ გ.კ. და ნ.მ.-მ) დადგინდა, რომ საკანში, ასევე, საპირფარეშოში არ იყო დამონტაჟებული ნათურა, ხოლო, ბუნებრივი განათება არ იყო დამაკმაყოფილებელი. საკნის კედლებზე და კარებზე შეინიშნებოდა სისხლის კვალი. მსჯავრდებულთა განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენდა თვითდაზიანების კვალს. საკანში იყო ანტისანიტარია, სავენტილაციო სისტემის ფუნქციონირების მიუხედავად იგრძნობოდა მძაფრი სუნი, კედლები ნესტიანი და ბინძური, საკნის ფანჯარაში არ იყო ჩასმული მინა, რის გამო ცენტრალური გათბობის მიუხედავად, საკანში იყო სიცივე. მსჯავრდებულთა განმარტებით, საკნის დასუფთავებაზე დაწესებულების პერსონალი უარს აცხადებდა. ასევე, არ აძლევდნენ საჭირო ინვენტარს. მსჯავრდებულ გ.კ.–ს განცხადებით, 2014 წლის 28 ნოემბერს საკანში გადაუკეტეს წყალი 3 დღის განმავლობაში.


აღნიშნული ოთხი მსჯავრდებულის საქმის მასალების, მათი ახსნა–განმარტებების და  საკანში არსებული პირობების შესწავლის შედეგად, 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და მოითხოვა ყველა საჭირო ღონისძიების გატარება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში არსებული პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, იქამდე ვიდრე არ მოხდება ამ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების სრულად ეტაპირება სხვა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.


ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელთ არსებული ყველა ზომის გატარება, მსჯავრდებულების - გ.კ.-ს, ნ.მ.-ს, გ.ბ.-სა და გ.ბ.-ს ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ღირსების შესაბამისი პირობების შექმნისათვის.


 საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ასევე მიმართა შესაბამისი ინსტრუქციების გაცემის მოთხოვნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებების დირექტორების მიმართ, რათა მათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

წრყარო: http://ombudsman.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2339
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია