დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქსტატის ინფორმაციით 2014 წელს იმპორტმა ექსპორტს 194%–ით გადააჭარბა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/16 14:13:06

საქსტატი მონაცემებით ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფითმა სავაჭრო სალდომ  - 5103 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

 

არსებული მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10359 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია.

 

აქედან, ექსპორტი 2628 მლნ. აშშ დოლარი იყო (0.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7731 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 5103 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

 

2012 წლის იანვარი-ნოემბერში ქვეყნიდან 2 177 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი და 7 226 მილიონი აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. სავაჭრო ბრუნვამ 9 403 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  უარყოფითი სავჭრო სალდო კი  -5 049 მლნ აშშ დოალრი იყო

 

2013 იანვარი-ნოემბერში ქვეყნიდან 2 616 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსორტი და 7 071 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. სავაჭრო ბრუნვამ  9 688 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო სალდო 2013 წლის 11 თვეში - 4 455 მლნ აშშ დოლარი იყო

 

 საქსტატში აცახდებენ, რომ 2014 წლის 11 თვეში იმპორტმა ექსპორტს 194 % -ით გადააჭარბა

 

 

წყარო: ნეტგაზეთი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია