საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„შოთა მურღულიას მერია თავისი სამფლობელო ჰგონია, კონკური კი დემოკრატიული ბლეფია"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/16 13:23:41

ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება – უკმაყოფილების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიაში გასაუბრება „ჩაწყობობით და ნაცნობობით“ მიმდინარეობს, რაც იქნება შედეგი იმისა, რომ კონკურსგავლილი მოქალაქეები მერის გადაწყვეტილებით სამსახურს გარეთ დარჩებიან.

 

„შოთა მურღულია მერი აღარ არის და ის ტიპური ბატონი გახდა, რომელსაც მერია თავის სამფლობელო ჰგონია და ადამიანებს საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევს. ჩვენ მოვითხოვდით კონკურსის მესამე ეტაპის გაუქმებას, რადგან ეს არ არის დემოკრატიული პროცესი და მერი, რომელიც ყველაფერში კომპეტენტური ვერ იქნება, არ უნდა აფასებდეს კონკურსანტებს. სამწუხაროდ, კონკურსში ჩართულია მერია, საკრებულო გუბერნია და ძალოვანი უწყებებიც კი, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ, „პატრონის“ ძებნა დაიწყონ და რომელიმე მაღალჩინოსანთან სამსახურის პოვნის მიზნით ურთიერთობები დაალაგონ.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერიაში ადგილები უკვე გადანაწილებულია და თითო დეპუტატს სამი ადგილი ერგო, რომლის მიხედვითაც საკუთარ მომხრეებს არა პროფესიული, არამედ  პარტიული ნიშნით შეაფასებენ. შესაძლოა, სანახაობისთვის რამდენიმე „ნაციონალიც“ დაასაქმონ, რადგან ეს არის დემოკრატიული ბლეფი,“ –განაცხადა „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელმა გია გოქაძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს,  დავით დვალს წერილობით მიმართა მიეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია 2014 წლის 16 ნოემბრის ქუთაისის თვითმმართველობაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამართული კონკურსის და ატესტაციის ტესტირების ეტაპზე ბარიერგადალახული კონკურსანტების მონაცემების და მიღებული ქულების შესახებ ინფორმაცია, რაზეც საკრებულოს თავმდომარემ უპასუხა, რომ საკრებულო კონკურსის და ატესტაციის შედეგების მიწოდების  შესაძლებლობას მოკლებულია და ინფორმაციის გაცემა მხოლოდ კონსტიტუციის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის წესით დადგენილი თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია