დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიგარეტსა და ლუდზე აქციზის გადასახადი(და ფასიც) მომავალი წლიდან გაიზრდება
2014/12/15 11:14:28
მომავალი წლიდან დიდი ალბათობით ფასები გაიზრდება სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, ვინაიდან ამ საქონელზე დაწესებული აქციზური გადასახადის განაკვეთები იზრდება.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა 12 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა, 1 იანვრიდან ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 15 თეთრით გაიზრდება და მიაღწევს 90 თეთრს, ხოლო უფილტოზე  - 5 თეთრით და შეადგენს 25 თეთრს. ბოლოს სიგარეტზე აქციზის განაკვეთები მთავრობამ 2013 წლის სექტემბრიდან გაზარდა.

 

ამას გარდა, ცვლილებების მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ახალი წესი, რომლის თანახმადაც, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისთვის აქციზის განაკვეთი იქნება აქციზის ფიქსირებული გადასახადისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.

 

ამასთან, მიღებული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან 1 ლიტრ ლუდზე დაწესებული აქციზური გადასახადი 20 თეთრით გაიზრდება, ნაცვლად მთავრობის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული 40 თეთრისა და მიაღწევს 60 თეთრს; თუმცა ყველა სხვა ალკოჰოლურ სასმელებსა და ეთილის სპირტზე არსებული აქციზური გადასახადები გაორმაგდება.

 

მთავრობა აქციზის გადასახადის ზრდის ხარჯზე, დაახლოებით, 100-110 მლნ ლარის მიღებას გეგმავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია