საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 108 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა
2014/12/15 11:08:21

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 108 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა, რომელიც ზუგდიდში წყალგაყვანილობის და ფოთში წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების გაუმჯობესებას მოხმარდება.

 

ეს უკვე მეოთხე ტრანშია იმ 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებისა, რომელიც საქართველოს ურბანულ ცენტრებში წყალგაყვანილობის და წყალარინების სისტემების გასაუმჯობესებლად ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის (USIIP) ფარგლებში გამოიყო.

 

“ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა ხელს უწყობს სექტორის განვითარების მთავრობის გრძელვადიან გეგმას - 1.6 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებით 2020 წლისათვის უზრუნველყოს ყველა ქალაქის მაცხოვრებლისთვის საიმედო და ხარისხიანი წყალგაყვანილობისა და წყალარინების მომსახურება”, - აღნიშნა ქეითი ჯულიანმა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა.

 

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ამჟამად ზუგდიდის მოსახლეობის 84% ვერ სარგებლობს წყალგაყვანილობის სისტემით; ახალი სისტემა კი უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას. ფოთში აშენდება წყალარინების და წყალგამწმენდი სისტემა, რომელიც მთელ ქალაქს მოემსახურება. ორივე ქალაქში, დაახლოებით, 34 000 ოჯახი შეძლებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მომსახურებით სარგებლობას. ფოთში წყალგაყვანილობის სისტემა პროგრამის ადრეულ ეტაპებზე გაუმჯობესდა. აზიის განვითარების ბანკს უკვე დამტკიცებული აქვს პროგრამის სამი ტრანში 218 მილიონი აშშ დოლარის საერთო ოდენობით.

 

 

წყარო: http://www.civil.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია