საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პატრიარქი საყდრისის ამფეთქებელთა დასჯას ითხოვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/12/14 14:15:00

საკვირაო ქადაგების დროს საქართველოს პატრიარქი საყდრისის საბადოზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


ილია მეორეს განცხადებით, საქართველოს ეკლესია გმობს საყდრისში მომხდარი აფეთქების ფაქტს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. პატრიარქმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ აფეთქების ჩამდენები კანონის შესაბამისად, სათანადოდ დასაჯონ.


"საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს", - განაცხადა პატრიარქმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია