დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ დაიცვა სამართალი ერეკლე II-მ
2014/12/11 17:28:27

ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა მეფე ერეკლე II-ის ოქმი მამუკა გუგულაშვილის ქვრივის არზაზე, მუხრანბატონის აზნაურიშვილის მიერ მისი 10 წლის შვილის მსახურად წაყვანის შესახებ.

თავის არზაში ქვრივი ქალი მეფეს მიმართავდა: „ჩემის ქვრივოხრობით ერთი ყმაწვილი გავზარდე. ათის წლისა რომ შეიქნა მუხრანბატონის აზნაურშვილმა მამტაცა და მსახურათ წაიყვანა ... მიშველე რამე, მე უჩემშვილოთ ვერ გავძლებ, თუ არა მეშველა რა, თავს მაინც დავიხრჩობ ...“

 

მეფის გადაწყვეტილებით, აზნაურიშვილს დედისათვის შვილის დაბრუნება დაევალა, სანამ ის 15-16 წლის გახდებოდა.

 

ერეკლე მეფის ოქმი ქვრივის წერილზე: “ქ. ბატონო სახლთუხუცესო მუხრანის ბატონო იოვანე! ... რადგან ყმაწვილი ყოფილა, ისევ თავის დედას მისცეს თავისი შვილი იმ შენმა აზნაურშვილმა, გაიზარდოს და იმსახუროს, დააცადოს მანამდისინ თხუთმეტ-თექვსმეტის... მერათ როგორ მართებული იყოს, ისე იმსახუროს”

 

ისტორიულ-სამართლებრივი დოკუმენტი ადამიანის უფლებების დაცვას შეეხება და მისი გამოქვეყნება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს მიეძღვნა. 

 

წყარო: http://ick.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია