დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვერ ხვდებით, რა მგომარეობაა ქვეყანაში?"–იმერეთის გუბერნატორმა ვანის საკრებულოს წევრი საჯაროდ დატუქსა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/11 14:09:03

„უკვე მესამე შეხვედრას აცდენთ, ლექსო, ორი გაპატიეთ და რას ნიშნავს ეს?“

 

 

მერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაშ  გამართულ საკონსულტაციო საბჭ სხდომას რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მიზეზთა გამო არ ესწრებოდა. გუბერმანორმა, ზაზა მეფარიშვილმა გაცდენა არასაპატიოდ ჩაუთვალა ვანის საკრებულოს ავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე ლილუაშვილს. რომელსაც  მეფარიშვილმა ტელეფონზე უშუალოდ საბჭოს სხდომის მიმდინარეობის დროს დაურეკა.


"უკვე მესამე შეხვედრას აცდენთ. ლექსო, ორი გაპატიეთ და რას ნიშნავს ეს?  არ თანამშრომლობთ საკონსულტაციო საბჭოსთან, თუ როგორ გავიგო? არ მივიღებთ არანაიარ განმარტებას და მოვითხოვ თქვენს სახელზე ოქმის დაწერას. თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და  თუ ვინმეს იწილო-ბიწილოს თამაში უნდა, მეც შესაბამისად მოვიქცევი,"ამ სიტყვებით დატუქსა საჯაროდ გურერნატორმა ალექსანდრე ლილუაშვილი.


მისივე განმარტებით, ხელისუფლებას სამი ძირითადი დებულება აქვს.


"დეპუტატს აქვს ვალდებულება კანონის წინაშე, პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ, რომელმაც პრობლემების მოგვარებისთვის აირჩია ის და უფლება - დაესწროს რიგით სხდომებს და ანგარიშის წარდგენას, მაგრამ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დასწრება არის არა დეპუტატის უფლება, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობა"–განაცხადა მეფარიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია