დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზაქარია ქუცნაშვილი ქუთაისში მოქმედ ენჯეო სექტორს და სტუდენტებს შეხვდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/10 16:28:35

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

 

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ხელისუფლების ცვლილების შედეგ ქვეყანაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რის დასტურადაც სახალხო დამცველის ანგარიში მოიყვანა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ციხეებს _ 2013 წელს წამების ფაქტი არ ყოფილა, 2014 წელს კი მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ძირითადი აქცენტი მაინც დასაქმების პრობლემაზე გაკეთდაროგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთათვის კონკრეტული ასაკობრივი ზღვარის დაწესება არ შეიძლება. აღნიშნული პრობლემა კი ახლანდელი ხელისუფლების პირობებში მოგვარებულია.

 

საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების ხელმძღვანელის ნოდარ ჯიქიას განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ამ კუთხით მთავრობას გააქტიურებისკენ უნდა მოვუწოდოთ.

 

მისივე თქმით, საიას ძველი რეჟიმის უამრავმა მსხვერპლმა მიმართა, რომელთა საქმებიც ამ დრომდე არ არის გამოძიებიული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3275
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია