დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად საქართველოში მედიაპროფკავშირები იქმნება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/10 15:48:41

საქართველოში  ჟურნალისტთა უფლებების დასაცავად მედიაპროფკავშირების შექმნა იგეგმება. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს  გენდერის მედიაცენტრში, ქუთაისში მოქმედ ჟურნალისტებთან გაიმართა შეხვედრა. მედიაპროფკავშირების შექმის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებთან პროფკავშირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.


" ჩვენ ქვეყანაში ჟურნალისტის უფლებები არ არის  დაცული. ხშირად დამქირავებლის უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო ჟურნალისტი კარგავს სამსახურს, მსგავსი ფაქტი არაერთია,  ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ მედიაპროფკავშირები, რომელშიც გაწევრიანებაც ნებისმიერ ჟურნალისტს შეეძლება, პროფკავშირები კი თავის მხრივ ჟურნალისტის უფლებას დაიცავს"-განაცხადა პროექტის კოორდინატორმა რამაზ სამხარაძემ.


პროექტსსამხრეთკავკასიაში მედია პროფკავშირების შექმნასსაქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორცილებს. პროფკავშირების შექმნის ორგანიზატორები გასვლით შეხვედრებს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გეგმავენ, რის შემდეგაც ერთობლივი შეხვედრა თბილისში ჩატარდება. რაც შეეხება მედიაპროფკავშირის ბორდს, ის არჩევითი იქნება და ჟურნალისტების მიერ  არჩეული წევრებით დაკომპლექტდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია