დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რიგები შსს-ს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალთან (FOTO)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/10 15:19:02

სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდებში მოსალოდნელი ცვლილებებს შესახებ სააგენტოებში მოქალაქეთა რიგები გამოიწვია.


მართვის მოწმობის მსურველთა ნაკადი იმდენა გაიზარდა, რომ მომსახურების ცენტრებში სამუშაო საათები გახანგრძლივდა. როგორც სააგენტოებში აცხადებენ, მოქალაქეთა შიში თეორიული გამოცდების გართულების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან გამოცდებში უმნიშვნელო ცვლილებები შედის და ვიზუალური აღქმაც ბევრად არის გამარტივებული. შეცვლილი ბილეთების ჩაბარება მოქალაქეებს 15 დეკემბრიდან მოუწევთ, რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, ამ ეტაპზე ცვლილება არ იგეგმება.


მართვის მოწმობის მსურველთა ნაკადი არ წყდება მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალშიც. როგორც აღვნიშნეთ, მოქალაქეთა სრული მომსახურების მიზნით პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დრო 18 საათიდან  21 საათამდე გაიზარდა.

 

 

                                                                                             

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია