საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ცაგერის რაიონის მაჟორიტარს კოალიციის წინააღმდეგ შეთქმულებასა და ფეოდალურ მმართველობაში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/10 13:55:19

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდანბელა საღინაძემ ქუთაისში პრესკონფერენცია გამართა. მან ჟურნალისტებთან ცაგერის ნაციონალი მაჟორიტარი, სერგო ხაბულიანი ფეოდალურ მმართველობასა და კოალიციის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა.



სამწუხაროდ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ კიდევ პარლამენტის „ნაციონალი მაჟორიტარის, სერგო ხაბულიანის ფეოდალური მმართველობაა. სწორედ ხაბულიანის ხელდასმით გაბატონდნენ საკრებულოში „ნაციონალები“. მისი გადაწყვეტილებით იქმნება ფრაქციები და საკრებულოს აპარატის განყოფილებები მისივე ფავორიტებით კომპლექტდება. ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციითსაქართველოს არცერთ რაიონში არ არის საკრებულოს თანამდებობის პირების ასეთი განსხვავებული და კაბალური სარგოები. საკრებულოს თავმჯდომარე -2100 ლარიმოადგილე-1100 ლარი, კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები – 650 ლარიაპარატის უფროსი -700 ლარი, თავმჯდომარის თანაშემწე -700 ლარი–აღნიშნავს ბელა საღინაძე.


მისივე თქმით, ხაბულიანი ცაგერის თვითმმართველობას 2010 წლიდან აკონტროლებს და მიუხედავად კოალიციის წინააღმდეგ ბრძოლისა, ,სამწუხაროდ, დღესაც სრული მონოპოლია აქვს ახალ საკრებულოზე. მისი მხრიდან კოალიციის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა გალდათ ის ფაქტი,რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით შერჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა,სწორედ ნაციონალი ხაბულიანის მიერ დეპუტატებზე ზეწოლით ჩააგდო 4 ხმით და აქ კოალიციის არაწევრი, 2012 წლის ნაციონალი გამგებელი დასვა, ნაცვლად პოლიტსაბჭოს კანდიდატურისა.

 „ადამიანი, რომელიც „ნაციონალების“ მანდატით მოვიდა ხელისუფლებაში და არჩევნების წინ ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერთა დაშინებითა და სამსახურიდან გაგდებით იყო დაკავებული..დღეს კოჰაბიტაციის წყალობით და ხელისუფლებაში შემორჩენილი ნაციონალების წყალობით,სრულად აკონტროლებს ცაგერის საკრებულოს. დღეს კვლავ განაგრძობს მოწინააღმდეგეთა დაშინებას.როგორც მისი გარემოცვა ამბობს,მას კავშირები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.კერძოდ კი, მინისტრის მოადგილე ზედელაშვილთან დაახლოებული პირია და ყველას გააჩუმებს, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა. არერთი მუქარა გამოუთქვამს ჩემს მიმართაც. ეს არის ადამიანი, რომლის  კომპანია „ცეკური“  იგებდა ტენდერებს და სამუშაოებს სრულად არ ასრულებდა. 


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. კოჰაბიტაციით ხაბულიანის პერსონა ცაგერში წარმოადგენს ყველა სახელმწიფო სტრუქტურასა და თანამდებობის პირზე მაღლა მდგომ და ყოვლისშემძლე ფიგურას. არის ფაქტები, როცა მან მოახერხა ზოგიერთი „ვაი ჟურნალისტის“ მოლაქუცება და იმ მასალების გაქრობა, სადაც მისი „საქმენი საგმირონი“ ჩანდა. მომავალში მე არ მოვერიდები ამ ვითომ სამართლიანი ჟურნალისტების დასახელებას.


მივმართავ საქართველოს მთავრობას,საქართველოს პარლამენტს, რომ შეახსენეთ მაჟორიტარს თავისი უფლება-მოვალეობანი და შეაჩერეთ ეს ფეოდალიზმიგანაცხადა ცაგერის საკრებულოს დეპუტატმა ბელა საღინაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია