დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 4 მილიონოი ლარით გაიზარდა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/09 17:39:09

ამის შესახებ ქალაქის მერმა განაცხადა. შოთა მურღულიას თქმით, მერია მილიონი ლარით შეიმცირებს ადმინისტარაციულ ხარჯს რაც ქალაქს მოხმარდება. ხოლო ქალაქის საკუთარი შემოსავლები, წინა წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით გაიზრდება.


"თუ შარშან 43 მილიონი იყო ქუთაისის საკუთარი შემოსავალი, წელს- 47 მილიონი იქნება, ეს საკმაოდ სერიოზული პროგრესია და ვეცდებით, მოსახლეობის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოვახმაროთ ქალაქს ეს თანხები,"-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ქუთაისის მერია მოსახლეობის მიერ შეთავაზებულ იმ პრიორიტეტების გათვალისწინებას გეგმავს, რომლებიც 2014 წელს პროექტის "ეს მუშაობს" ფარგლებში ჩატარებული პროგრამის დროს გამოიკვეთა.


აღნიშნული პროგრამაში სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 514 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ქალაქ ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმაში საკუთარი პრიორიტეტები გამოთქვეს.


სხვადასხვა ჯგუფების მიერ წამოწეული იდენტური პრიორიტეტული პრობლემების დაჯგუფების შედეგად საბოლოოდ რვა საკითხი გამოიკვეთა.


ქუთაისელები შმდეგ საკითხებს მიიჩნევენ პრობლემატურად: ახალგაზრდობის დასაქმების ხელშწყობის პრიოორიტეტების არარსებობა, ახალგაზრდობუის გართობისა და თავშყრის კეთილმოწყობილი ადგილებისა და რეკრეაციული ზონების სიმცირე; საბავშვო ბაღების ნაკლებობა; გაუმართავი სანიაღვრე სისტემები და მოუწესრიგებელი შიდა გზები; მუნიციპალური ტრანსპორეტის არარსებობა; მოუწესრიგებელისაცხოვრებელი კორპუსები; საზოგადოიებრივი საპირფარეშიების არარსებობა ცენტრალურ უბნებში; სოციალური საცხოვრისის არარსებობა უსახლკჯარო მოსახლეობისთვის.


ქალაქის მერის თქმით, ის მატება, რაც ქუთაისის ბიუჯეტს გასულ წელთან შედარებით აქვს, აუცილებლად გადანაწილდება მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ საკითხებზე.



 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2325
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია