საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/09 13:50:21

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გამართული პირველი კონკურსის შემდეგ დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ადგილობრივ თვთმმართველობაში გამოცხადებულ ამ 48 ვაკანსიაზე 897 კანკურსანტიდან მეორე ატეპზე 441 ადამიანი გადავიდა. 456 კონკურსანტს დოკუმენტაცია სწორად არ ჰქონდა წარდგენილი.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მერიაში შექმნილია საპრეტენზიო კომისია, რომელიც 9-დან 10 დეკემბრამდე კომისიის სახელზე შესულ ყველა საჩივარს  განიხილავს. საპრეტენზიო კომისიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი უხელმძღვანელებს.

 

კონკურსის მეორე ეტაპი -ტესტირება 13-14 დეკემბერს ჩატარდება. კონკურსანტებს ინფორმაცია ტესტირების დროსა და ადგილის ჩატარების შესახებ ელექტრონულად გადაეგზავნებათ.

 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება:საბუთების მიღება, ტესტირება და გასაუბრება. ტესტი 60 კითხვისგან შედგება, კანდიდატისთვის მესამე ეტაპზე გადასასვლელად მინიმალური ზღვარია 70%.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1876
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია