საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ფლობს და მფარველობს საქართველოში სათამაშო ბიზნესს?
2014/12/09 10:05:51

აზარტული თამაშების ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კარგად არის განვითარებული და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. მიუხედავად ამისა, ბაზრის დეტალური შესწავლა დღემდე არ მომხდარა.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო“ გუშინ გამოაქვეყნა პირველი კვლევა ამ ბაზრის შესახებ. ანგარიშში მიმოხილულია ამ სფეროს მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და წარმოდგენილია ბაზრის ძირითადი მახასიათებლები: სტატისტიკური მონაცემები, ძირითადი მოთამაშეები და მათი მფლობელების შესახებ საინტერესო ინფორმაცია.

 

სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და მოგების მნიშვნელოვანი ზრდა 2011 წლიდან დაიწყო, რომლის დროსაც სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 3.2-ჯერ, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა 2010 წლის შესაბამის მაჩვენებლებს. საგრძნობი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა 2012-2013 წლებშიც.

 

2013 წელს აზარტული და სხვა ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.213 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლის ჯამურმა მოცულობამ 105.2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1.4%- შეადგენს.

 

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედი საწარმოების საერთო რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. აქედან 32 მსხვილი საწარმოა. ამ ტიპის ბიზნესი ყველაზე ფართოდ გავრცელებული არის თბილისში, რომელსაც მოსდევს ბათუმი და ქუთაისი.

 

32 მსხვილი საწარმოდან ოთხის მფლობელი პოლიტიკური პარტიების შემომწირველებში ფიგურირებს:

 

შპს GEOBET-ის და შპსკონტრასტ +“-ის მფლობელმა თეიმურაზ უგულავამ 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა.

 

შპსსლოტ გლდანის“, შპსწითელი და შავისდა შპსევროკაპიტალისმფლობელმა ვლადიმერ ბაკურაძემ იმავე პერიოდში ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 50 000 ლარი შესწირა.

 

შპს betwin-ის მფლობელმა ირაკლი ხახუბიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ნაციონალურ მოძრაობას“ 10 000 ლარი შესწირა.

 

2013 წლის მაისშისაქართველოს ლატარიის კომპანიისდირექტორმა ლევან ჩიკვაიძემქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. ლევან ჩიკვაიძესაქართველოს ფოსტისგენერალური დირექტორიცაა.

 

საქართველოს ლატარიის კომპანიასათამაშო ბიზნესში ერთადერთი კომპანიაა, სადაც წილებს (70%) „საქართველოს ფოსტისმეშვეობით სახელმწიფო ფლობს.

 

რამდენიმე შემთხვევაში შეუძლებელია კომპანიის მფლობელების დადგენა, რადგანაც ისინი უცხო ქვეყნაში ან ოფშორულ ზონაში არიან რეგისტრირებულნი:

 

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები: ქართული კაზინოს ჯგუფი” - ნიდერლანდები (75%); „დეიდრიმ უნივერსალი,” დიდი ბრიტანეთი (100%);

 

ოფშორულ ზონაში რეგისტირებული კომპანიები:  „მონაკო“ – კვიპროსი (100%);  „საქართველოს ლატარიის კომპანია“ – ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), (30%); „კაზინო აჭარა“ – კვიპროსი (10%), ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) (90%); „ლიმონი 2009“ – მალტა (100%).

 

საქართველოს გარდა, კომპანიების მფლობელებსა და დირექტორებს შორის არიან რუსეთის, თურქეთის, სომხეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4033
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია