დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაწყებითმა სკოლამ „ღონე ქვეყნისა“ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების 16 წლამდე მოჭადრაკეებს უმასპინძლა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/08 17:30:21

კერძო დაწყებითი სკოლა  შპს „ ღონე ქვეყნისა“ ქუთაისში 6 წელია ფუნქციონირებს.  აქ გამორჩეულად განსაკუთრებული გარემო და ფაქტობრივად, ინდივიდუალური სწავლებაა. ამ დროისთის დაწყებით კლასში 10 მოსწავლე სწავლობს.


სკოლის დამაარსებლის, მანანა ქარქაშაძის თქმით, სკოლაში საგნობრივ სწავლებასთან ერთად, დამატებითი ღონისძიებები და აქტივობები ხშირად მიმდინარეობს. მასწავლებლები ბავშვებთან სწავლების ახალი და თანამედროვე  მეთოდების დანერგვას ცდილობენ.


სკოლას აქვს თოჯინების თეატრი, რომლისთვისაც მოსწავლეები თავად ქმნიან თოჯინებს და დგამენ წარმოდგენებს.


სკოლაში მნიშვნელოვანი დრო ჭადრაკის შესწავლას ეთმობა. სწორედ ამიტომ დღეს „ღონე ქვეყნისა“ მასპინძლობდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების 16 წლამდე მოჭადრაკეთა წარმატებულ სპორტსმენებს. მათ შორის 5 მოჭადრაკე 11 დეკემბერს ავსტრიაში, ოლიმპიდაში მონაწილეობისა და საქართველოს ღირსების დასაცავად გაემგზავრებიან.

 

სკოლის მოსწავლეებსა და მოჭადრაკეებს შორის დღეს საჩვენებელი თამაშები გაიმართა. წარმატებულმა მოჭადრაკეებმა პატარა სპორტსმენეს ჭადრაკში მასტერკლასი ჩაუტარეს.


იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმ მდივანმა ალექსანდრე არსენიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კერძო დაწყებითი სკოლა „ღონე ქვეყნისა“ ჭადრაკის სწავლებას დიდ დროს უთმობს, რის გამოც, ფედერაცია ჭადრაკის განვითარებისთვის სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია