დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ციფრულმა ფოტომატიანემ“ საჩხერეში მუშაობა დაასრულა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/12/08 12:54:12

21-ე საუკუნეში დროის ეკონომიისა და რესურსებისადმი წვდომის ეფექტიანობისათვის ერთ-ერთი მისაღები ფორმა სლაიდების ციფრული ფორმატია. ბუნებრივია, ასეთი ექსპონატები კონკურენციას ვერ გაუწევენ რეალურ სლაიდებს, თუმცა აქვს დადებითი მხარე: ასეთი რესურსები ადვილად ხელმისაწვდომია, არ მოითხოვს განსაკუთრებულ დაცვის პირობებს და მოცულობის თვალსაზრისით ბევრად უფრო მცირე „დარბაზს“ საჭიროებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე კარგა ხანია ისტორიული ღირებულების ფოტოების გაციფრების პროექტს ახორციელებს და რამდენიმე რეგიონი თითქმის სრულად დაფარა. მორიგი მუნიციპალიტეტი, რომელშიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში იმუშავა ბიბლიოთეკის წარმომადგენლობამ, საჩხერე გახლდათ.

 

საჩხერეში ფოტომასალების გაციფრებისათვის ჩამოსული იყვნენ: რუსუდან ასათიანი - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, პროექტის ციფრული ფოტომატიანეს" ხელმძღვანელი;  ვიოლა დელიბაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდულ გამოცემათა დამუშავების განყოფილების სპეციალისტი; უჩა ჯიბღაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის სპეციალისტი; მირიან ხოსიტაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი პროექტის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან ასათიანს:  საჩხერეში სტუმრობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი პროექტისთვის, გავაციფრეთ საზოგადოებისთვის უცნობი უამრავი უნიკალური ფოტომასალა და ხელნაწერი, რომლებიც სულ მალე ჩვენს ციფრულ ბიბლიოთეკაში განთავსდება. დიდ მადლობას ვუხდი საჩხერის მუზეუმების თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი მუზეუმ საწერეთლოს" დირექტორს, ანდრო გაფრინდაშვილს, დახმარებისთვის, რომელიც მუშაობის ყველა ეტაპზე იყო ჩართული, რაც ძალიან დაგვეხმარა როგორც მუზეუმებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ვისურვებდი,  რომ ყველა უწყების ხელმძღვანელს ასევე ესმოდეს და დაინტერესებული იყოს მსგავსი ინოვაციური პროექტებით. ასევე მადლობას ვუხდი საჩხერის ადგილობრივ ხელისუფლებას მასპინძლობისთვის და იმ გეზისთვის, რომელიც მათ არჩეული აქვთ ბიბლიოთეკებთან მიმართებაში, იმედი მაქვს, რომ რომ მათი დახმარებით საჩხერის ბიბლიოთეკები კიდევ უფრო განვითარდება და საბოლოოდ გადაიქცევა საინფორმაციო ცენტრებად, რომლებიც შემდგომში არა მხოლოდ წიგნებს მიაწვდიან მკითხველს, არამედ უზრუნველყოფენ მოსახლეობის ინფორმირებას სოფლის მეურნეობის, მედიცინის და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ადგილობრივი მოსახლეობის განათლებას, არამედ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა საკითხების გაუმჯობესებას სოფლად.

 

მუზუმი „საწერეთლო“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუზუმია საქართველოში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის დაფუძნებულია ერთი პირის, ანდრო გაფრინდაშვილის მიერ და რამდენიმე ათას ექსპონატს მოიცავს. გაციფრდა ასევე საჩხერის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის მასალებიც.

 

აღნიშნული აქციის შემდეგ „საწერეთლოს“ ფოტოარქივით დაინტერესდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი, რომელიც პერიოდულად გამოაქვეყნებს ფოტომასალებს მცირე ვერბალური კომენტარებით.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ასევე საჩხერეში მორიგი აქცია გამართეს საბიბლიოთეკო ფონდის გამდიდრების კუთხით და სოფელ ჩიხის ბიბლიოთეკას 400 წიგნი გადასცეს საჩუქრად. გასულ წელს მათ სოფელ პერევში 800 წიგნი და პორტარტული კომპიუტერი აიტანეს საჩუქრად. სავარაუდოდ, მომავალ წელსაც მსგავსი აქცია განხორციელდება და რომელიმე სოფლის ბიბლიოთეკას გადაეცემა რამდენიმე ასეული წიგნი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია