დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პროგრამა „კორპუსის“ ერთ–ერთი პროექტის დაფინანსების სისტემის შეცვლას ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/08 11:41:22

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინტერესთა დაცვის ცენტრის „ჩვენი ხმა“ წარმოამდგენლები ქუთაისში არსებული პროგრამა „კორპუსის“ ერთ–ერთ პროექტს აპროტესტებენ. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ,  ქუთაისის მერიის მიერ თანადაფინანსებით გატარებული სამუშაოები კარგი ინიციატივაა, თუმცა, მრავალსართულიანი ბინებისთვის პარაპეტის კეთილმოწყობისთვის გათვლილი პროცენტული მაჩვენებელი მიუღებელია, ვინაიდან მოსახლეობას არ აქვს საშუალება, სამუშაოების ჩასატარებლად თანხის 50% გადაიხადოს.


პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში ქუთაისში ბევრი ბინა კეთილმოეწყო, გარემონტდა ლიფტები და მოეწყო ეზოები, რომელთა პროცენტული დაფინანსებაც 90–10–ზე იყო, რაც შეეხება პარაპეტის სარემონტო სამუშაოებს, მოსახლეობას არსებული თანხის 50%-ის გადახდა უწევს, რაც მათთვის შეუძლებელია. ამიტომ მივმართავთ მერიას, მოხდეს პროცენტული მაჩვენებლის შემცირება და მოსახლეობას  თანადაფინანსებით მხოლოდ 20%–ის  გადახდა მოუხდეს. შეცვლილი სისტემა ბევრად მისაღები იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“–განაცხადაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის  ინტერესების დაცვის ცენტრის დამაარსებელმა გოჩა სანიკიძემ.


„ჩვენი ხმის“ წარმომადგენლები დღესვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას, მათთვის მოთხოვნების გაცნობას და შეგროვებული ხელმოწერების გადაცემას აპირებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია