დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იური ხ: ეს ადამიანი მოვკალი იმიტომ, რომ აუპატიურებდა ბავშვებს
2014/12/05 11:19:29

პოლიციამ 1-ელ იანვარს, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძების შედეგად, 2013  წლის 14 იანვარს თბილისში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული იური ხ. დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 1-ელ იანვარს, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „სლავიანკასთან" მდებარე სკევრში, დაკავებულს, 1960 წელს დაბადებულ სანდრიკ მიჭელაშვილთან ურთიერთშელაპარკება მოუვიდა, რის შემდეგაც, მან ამ უკანასკნელს, თავში სამშენებლო ბლოკი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

შსს დაკავებულის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს.

 

იური ხ.: ფიჭვნარში შევესწარი, რომ ორალური სექსით იყვნენ დაკავებულები. გავემართე მათკენ, მოვიმარჯვე გაუხსნელი ბოთლი, სამი მეტრის მანძილზე მივუახლოვდი და დავუყვირე ამ ბიჭს გაიქეცითქო - ბიჭი გაიქცა. ავიღე აგური, სამი-ოთხჯერ ჩავარტყი თავში. იქვე ბლოკიც ეგდო, ავიღე ბლოკი და ისიც სამი-ოთხჯერ ჩავარტყი.  იქიდან შევტრიალდი რესტირანში, მოვითხოვე „პასტა“ და ფურცელი, დავწერე, რომ ეს ადამიანი მოვკალი იმიტომ, რომ აუპატიურებდა ბავშვებს. დავადე გვამს და გამოვტრიალდი ამის შემდეგ გავაჩერე ტაქსი, ჩავჯექი და წავედი სახლში.


საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

 

გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება აწარმოებს.

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია