საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა პრინციპით მოხდება სოციალური დახმარების გაცემა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/04 16:25:15

სოციალური დახმარების სააგენტოში შემუშავდა დახმარების მიღების ახალი მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიით სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და საყოფაცხოვრებო საგნები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი ავზი, გაზის წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი, თამბაქოს მოხმარება) აღარ იქონიებენ გავლენას ახალი ქულების განსაზღვრაში.

 

ძველი მეთოდოლოგიით ბენეფიციარები თანაბარ ფულად დახმარებას იღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი სარეიტინგო ქულა 57 000-ზე ნაკლები იყო.


სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოხდა სარეიტინგო ქულების გრადაცია. 30 000 ქულის ქვემოთ  ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 60 ლარს, განსხვავებით ძველი ფორმულირებისგან, რომლის მიხედვითაც 57 000 სარეიტინგო ქულის ქვემოთ ოჯახის პირველი წევრი იღებდა 60 ლარს, ხოლო ყოველი შემდგომი წევრი 48 ლარს.

 

30 000-დან 57 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 50 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, 57 000-დან 60 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 40 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, 60 000-65 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს  30 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, ხოლო  65 000- 100 000 ქულამდე ოჯახი მიიღებს მხოლოდ ბავშვის დანამატს 10 ლარს.


ახალი პროექტით, როგორც თავად სააგენტოში განმარტავენ, ოჯახებს, რომლებსაც 30 000 ნაკლები სარეიტინგო ქულა ექნებათ, სოციალური დახმარება გაეზრდებათ  საშუალოდ 331 ლარამდე ბავშვის დანამატის გარეშე,  30 000-დან  57 000-მდე საშუალოდ 207 ლარამდე, 57 000-დან 60 000 -მდე 163 ლარამდე, ხოლო 60 000 დან - 65 000- მდე  111 ლარამდე. ამ ცვლილების შედეგად 38 ათასი ოჯახით მეტი იქნება მოცული სოციალური დახმარებით.


 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში  450 ათასი მოქალაქე არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია