საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ და რატომ „ხრინგავს" კოპწია ქუთაისს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/04 15:40:54

პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის  ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიის მიერ სკვერების გასხვისებას აპროტესტებს.


ისი განცხადებით, უნდა შეწყდეს სკვერების უსახური შენობებით ჩანაცვლება.  „ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ის მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და არ დავუკარგოთ ქალაქს იერსახე. ტურისტს უსახური შენობებით ვერ გააკვირვებ, მათ ის ძველი და ისტორიული ნაგებობები უფრო აინტერესებთ, რაც გვაქვს.“ - ამბობს ის.


გოგი წულაიამ რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფალიაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძეზე, ტროლეიბუსების სამმართვლოსთან, გორის ქუჩაზე არსებული სკვერების ადგილებზე მიმდინარე მშენებლობები გააპროტესტა.


„დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების გზას ადგა. ქალაქში არ არსებობს სკვერ, რომელიც გაყიდული არ არის და იქ შენობებს არ „ხრინგავდნენ“. რაც ხდება ქუთაისში, საშინელებაა, ყოველგვარი სასიცოცხლო სივრცე წაართვეს მოსახლეობას, კომუნისტური პავილიონების მშენებლობა დაიწყეს. ვალდებული ვართ, ჩვენს შვილებს ისეთი კოპწია ქალაქი დავიტოვოთ, როგორიც ჩვენ ჩაგვაბარეს წინაპრებმა. მოვუწოდებ ქუთაისის მერიას, შეწყვიტოს ასეთი შენობებით ქალაქის იერსახის დამახინჯება," - განაცხადა გოგი წულაიამ.


მსგავსი მშენებლობებს ადგილობრივი მოსახლეობაც აპროტესტებს.


„არ შეიძლება ამ ადგილების გასხვისება. ძირძველ ხეებს, რომლებიც ყოველ წელს სიმწვანეშია გახვეული, არასრულყოფილის სტატუსი მიანიჭეს და დაჭრეს. ეს დანაშაულია. ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ჩვენს  მომავალ თაობას  შეუნარჩუნოს ეს სკვერები და გამწვანებული ადგილები ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს,"-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი არაზაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2008
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია