დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრულ-ინსპექტორებმა შშმ და უსინათლო მოქალაქეებთან მოქცევის წესები ისწავლეს
2014/12/02 12:38:05

პატრულ-ინსპექტორებს უსინათლო და მცირემხედველ  მოქალაქეებთან  მოქცევის და დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვიმეგობროთ“, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეებთან მოქცევის და დახმარების საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა.

 

სწავლებაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა წინაშე მდგარ პრობლემებს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ტრენინგის თეორიული ნაწილის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიმეგობროთ“ წარმომადგენლები და უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები პატრულ-ინსპექტორებს უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეებთან ურთიერთობის ეტიკეტზე, მათთვის დახმარების გაწევის საშუალებებსა და წესებზე ესაუბრნენ. სწავლების პრაქტიკულ ნაწილში კი პატრულ-ინსპექტორებმა, სიმულაციური სავარჯიშოს მეშვეობით, საკუთარ თავზე გამოსცადეს უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა დამხმარე საშუალებები.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პრობლემებზე ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს პერმანენტულად ატარებს.

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

წყარო: http://police.ge/

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია