დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ემუქრება ქუთაისის ვიცე-მერი გაფიცულ ბიბლიოთეკარებს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/12/01 19:14:06

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის  თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. ისინი ხელფასის გაზრდას და შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ. ბიბლიოთეკის თანამშრომლების განცხადებით, გაფიცვა იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

 

ბიბლიოთეკარების გაფიცვას ქალაქის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბიბლიოთეკაში ხელფასების გაზრდის საკითხს მას შემდეგ განიხილავენ, რაც დაწესებულებაში რეორგანიზაცია მოხდება.


"ბიბლიოთეკა მხოლოდ ნაწილობრივ არის პარალიზებული, რაც შეეხება ხელფასების ზრდას, 2014 წლის დასაწყისში 25%ით გაიზარდა ბიბლიოთკის თანამშრომლის ხელფასები. კიდევ გაზრდას არ ვგეგმავთ, მას შემდეგ ვიფიქრებთ ხელფასების ზრდაზე, როცა იქ იმდენი თანამშრომელი დარჩება, რამდენიც საჭირო არის,"-განაცხადა მიქიაშვილმა.


მისი ეს განცხადება  სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მუქარად აღიქვეს.  
ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ნინო ძოწენიძემ, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ნოდარ მიქიაშვილმუქარასა და შანტაჟში დაადანაშაულა.


,,
გთხოვთ ყველას, გულდასმით მოისმინოთ ვიცე მერის, ნოდარ მიქიაშვილის კომენტარი, რომელიც შეიცავს მუქარისა და შანტაჟის ელემენტებს. ეტყობა, ბატონი ნოდარი ვერ გამოვიდა "ნაცების" კოშმარული ხანიდან და ვერც ძველი ტერმინოლოგიით საუბარს გადაეჩვია. ,,ულტიმატუმის ენა'' და ხალხის დაშანტაჟება ნაცების გამოცდილი მეთოდი იყო. ბიბლიოთეკის თანამშრომლები არ საუბრობენ ულტიმატუმის ენით. პირიქით, მათ მრავალგზის თხოვეს დახმარება მას, თუმცა -  უშედეგოდ. ნაცნობმეგობრების საკეთილდღეოდ წაყრუების პოლიტიკა აირჩია და სართოდ იგნორირება გაუკეთა სისტემას...სიმართლეს და სამართალს ვერ მოერევით. თქვენი ასეთი განცხადებებით მხოლოდ თავი გამოიაშკარავეთ,"- დაწერა ფეისბუკის გვერდზე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნინო ძოწენიძემ


ბიბლიოთეკის თანამშრომლები .. შავ სიაზეც საუბრობდნენ, რომლის გადაცემაც დირექტორმა ნარგიზ ჩოგოვაძემ მიქიაშვილისთვის დააპირა, თუმცა, თანამშრომლების ჩარევის შედეგად უკან დაიხია.


გაფიცულთა თქმით, ისინი სამი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობნდენ ქალაქის მერთან შეხვედრას, რის შემდეგაც გამაფრთხილებები გაფიცვა მოაწყვეს.

 

ისინი თანამშრომლები მუშაობის განახლებას ხელფასების გაზრდამდე არ აპირებენ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2395
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია