დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის საკრებულოს წევრების მიერ მიღებული პრემიები 40 ათას ლარზე მეტია
2014/12/01 15:57:02

თბილისის საკრებულოში გაცემული პრემიები (2013 ნოემბერი-2014 ნოემბერი)

 

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ თბილისის თვითმმართველობიდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას თბილისის საკრებულოში 2013-2014 წლებიში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით.

 

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, 2013 წლის ნოემბრის თვის შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საკრებულოში ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა.

 

კერძოდ, 2013 წლის 1 ნოემბერიდან - 2014 წლის ივნისის ჩათვლით (სულ 8 თვე) თბილისის საკრებულოს წევრებზე გაიცა 1 247206 ლარის პრემია, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობაზე (439 276 ლარი). მსგავსი მდგომარეობაა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების თვალსაზრისითაც.

 

2013 წლის ნოემბრიდან - 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით (8 თვე) საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 54 516 ლარი, გიორგი მუსხელიშვილს - 45 430 ლარი, გიორგი ტყემალაძეს და ჯაბა სამუშიას - თითოეულს 43 890 ლარი. სხვა საკრებულოს წევრების მიერ მიღებული პრემიების ოდენობა უმრავლეს შემთხვევაში არ ჩამოუვარდება 40 000 ლარს.

 

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2014 წლის ივნისის თვის შემდგომ ახალი საკრებულოს მოწვევის პირობებში საკრებულოს წევრებზე პრემიები აღარ გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომელთა წახალისების პრაქტიკაც მნიშვნელოვნად შემცირებულია (2014 წლის ივლისი-ნოემბრის პერიოდში აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 271 390 ლარი) 2014 წლის საწყისი 6 თვისგანმავლობაში არაგეგმიურად გაცემული მაღალი ოდენობის პრემიებმა, გამოიწვია თბილისის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა - 2014 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით თბილისის საკრებულოს შრომის ანაზღაურების გეგმამ უკვე შეადგინა 8 338 000 ლარი. მსგავსი მდგომარეობა თბილისის საკრებულოში შეიქმნა აგრეთვე 2013 წელს.

 

 2013 წლის ბიუჯეტის გეგმით აპრილის თვის მდგომარეობით შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო 4 585 500 ლარი, თუმცა 2013 წელს შრომის ანაზღაურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 6 377 400 ლარი, რაც უმეტესწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2013 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გაიცა ძალიან მაღალი პრემიები.

 

წყარო: idfi.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია