საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„კახეთის მეღვინეთა გილდიის“ თაოსნობით თელავში ღვინის ფესტივალი გაიმართა
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/11/07 19:43:00

„კახეთის მეღვინეთა გილდიის“  თაოსნობითა და ორგანიზებით , 7 ნოემბერს თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2014“ პირველად გაიმართა. გილდია რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე დაარსდა და მის წევრები  ქართული მეღვინეობის ხუთი წამვანი  კომპანიაა: „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ვინივერია“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „თელიანი ველი“.


როგორც გილდიის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მიზანი იყო, რომ  თელავში - საქართველოს ღვინის ბორდოში - ჩაეტარებინათ ისეთი ღონისძიება, რომელიც ღვინის მოხმარების წესს უფრო სხვა კუთხით წარმოაჩენდა, რაც უცხო იყო მანამდე კახეთისთვის. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ადგილობრივი თვითმმართველობის კულტურის სამსახურთან თანამშრომლობითა და მხოლოდ გილდიის დამფუძნებელთა სახსრებით ჩატარდა.


„თელავინო 2014“ თელავის თეატრის ფოიეში ჩატარდა და აქ ღვინოსთან ერთად, სტუმრებს საშუალება მიეცათ, სახალხო რეწვის სხვადასხვა ნიმუშები ეხილათ და სოფლის მეურნეობის ის პროდუქტებიც დაეგემონებინათ, რომელსაც ქართული კომპანიები ამზადებენ. 


ფესტივალში ქართული ღვინის 21 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც 500-მდე ღვინო წარმოადგინეს.. სტუმრებს საჩუქრად, სპეციალურად ამ დღისთვის შეძენილი, გერმანული ფირმის Spigelau-ბოკალიც ერგო, რომელიც ფესტივალის და გილდიის ლოგოთი იყო გაფორმებული.


„ფესტივალისმომზადების პროცესში დაიბადა იდეა, რომ პროფესიული ჭიქის მიღების საშუალება ყველა სტუმარს ჰქონოდა სიმბოლურ ფასად და სწორედ პროფესიული ჭიქებით დაეგემოვნებინა თითოეულ მათგანს ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები. რეალურად, ზოგადად,ეს ფესტივალი არის საჩუქარი როგორც ღვინის კომპანიებისთვის და მომხმარებლებისათვის, ამავე დროს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რაღაც საზოგადოებრივად კარგი საქმე აკეთო, ყოველგვარი კომერციული დატვირთვის გარეშე“ - გვითხრა „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ წევრი კომპანიის, „თელავის ღვინის მარნის“დამფუძნებელმა, ბატონმა ზურაბ რამაზაშვილმა.


თეატრის შენობაში ფესტივალის ორგანიზატორებს ღვინის საგანმანათლებლო კუთხეც ჰქონდათ მოწყობილი - ჩატარდა ლექცია-მასტერკლასიქართული ღვინის შესახებ. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობდნენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები.ორგანიზატორების დაფინანსებით ფესტივალს თბილისიდან სტუდენტებიც დაესწრნენ.


„ასეთი დონის ფესტივალი კახეთში არასდროს ყოფილა. ალბათ, თქვენ დააჭაშნიკეთ სხვადასხვა ღვინო და ნახეთ, რომ ძალიან გაზრდილი და გაუმჯობესებულია ქართული ღვინის ხარისხი. დღეს ხალხს მიეცა საშუალება, გაესინჯასხვადასხვა ღვინო,ესკი მათ ცნობიერებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ თემაზე, თუ რას ნიშნავს კარგი ღვინო.ჩვენ, „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ დამფუძნებლები ძალიან ამაყები ვართ დღეს, რომ ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქეთ არა მარტო თელაველებს, თბილისელ და უცხოელსტუმრებსაც. ვფიქრობთ, რომამ ფესტივალის გამართვით მცირე წვლილი შევიტანეთქართულ ღვინის პოპულარიზაციის საკითხში“ - ამბობს „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ წევრი კომპანიის, „კახურის“ დამფუძნებელი, ბატონი ზურაბ გოლეთიანი.


 „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამფუძნებლებმა საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდეს.

„გილდიის მთავარი მიზანია ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ჩვენ გვინოდა, რომ კახეთში, ქართული  მეღვინეობის გულში, ყოფილიყო არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მოემსახურებოდა ქართული ღვინის სწორად წარდგენის და პოპულარიზაციის საქმეს. თან, ამავე დროს, უცხოელისათვის იქნებოდა გზამკვლევი, რომელიც ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდაჩამოსულ სტუმარს, შესთავაზებდა საინტერესო ღვინის ტურებს, დააკავშირებდა ტუროპერატორებთან და ა.შ. სწორედ ამ გეგმების განსახორციელებლად დავაფუძნეთ „კახეთის მეღვინეთა გილდია“ - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.


 ზურაბ გოლეთიანის თქმით კი,  გილდიას კიდევ ერთი იდეა აქვს -გაკეთდება ღვინის სასწავლო ცენტრი თელავში. თუმცა, საწყის ეტაპზე ეს არ იქნება პროფესიული სასწავლებლის  დონის, ძირითადად სკოლის მოსწავლეებისათვის და ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასტერკლასების ჩატარებას. საკვირაო სკოლის ფორმატში ჩატარდება ოთხი კურსი, სადაც  საუბარი იქნება ქართულ ღვინოზე.


„ეს სასწავლო ცენტრი შეეცდება, რომ ელემენტარული წარმოდგენა შეუქმნას ახალგაზრდობას ღვინოზე, სმისა თუ, დაჭაშნიკებისწესებზე, რათა გააცნობიეროს, რომ ღვინო მარტო თრობის საგანი არ არის, მას უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს, ჩვენი ოსტორიის ნაწილია. აი,ამ თემებზე იქნება სულ რამდენიმე, ორსაათიანი ლექციები, რომელსაც ჩაატარებენ როგორც  მოწვეული ლექტორები, ისე ჩვენ – გილდიის წევრები. ჩვენი გათვლა არის - წელიწადში რომ თელავში ასი ბავშვი გაიზარდოს, ვისაც ღვინო შეუყვარდება არა თრობის საგნად, არამედ ცოტა უფრო ცივილურად, ეს იქნება ძალიან დიდი საქმე“ - ამბობს ზურაბ გოლეთიანი, გილდიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია