დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მითების დეტექტორი
მედიის განვითარების ფონდი ევროკავშირის შესახებ მითებისა და ფაქტების გარკვევაში დაგეხმარებათ
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/11/29 10:52:17

MDF - მედიის განვითარების ფონდმა ტელევიზიების, პრესიისა თუ ონლაინგამომცემლობების მენეჯერებისა და პროდიუსერებისათვის თავისი მიმდინარე პროექტის - "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ"- პრეზენტაცია გამართა.


პრეზენტაციას სხვადასხვა სტუმართან ერთად, დონორი ფონდის, „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენელი ხატია ჯინჯიხაძე ესწრებოდა. ის შეხვედრის მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე ესაუბრა.


პროექტის მიზნებზე, შესრულებულ სამუშაოებსა თუ ამ დროისათვის არსებულ გამოხმაურებებზე ისაუბრეს  მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა და ფონდის წარმომადგენლებმა: თამარ ხორბალაძემ, ლიკა ბასილიამ.


მათი თქმით,პროექტის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ; ასევე - მედიის მიერ ან მედიის მეშვეობით ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ფაქტებზე რეაგირება, ალტერნატიული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გზით.

 

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პლატფორმა http://www.eurocommunicator.ge/ , რომელიც შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, ხელი მიუწვდებოდეთ კვალიფიციურ კვლევებზე, იმ დეზინფორმაციის საპირწონედ, რომელიც ხშირად საჯარო სივრცეში სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში თემატურ საკითხებზე "მითების დეტექტორი" მზადდება.

 

პროექტის განმახორციელებლები სთვაზობენ ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და მედიამენეჯერებს, რომ გამოიყენონ ფონდის რესურსით შექმნილი მნიშვნელოვანი კვლევები, სტატიები და გააქარწყლონ ის მითები, რაც ევროკავშირის ხელშეკრულების უარყოფითი კუთხით წარმოჩენასთანაა დაკავშირებული.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია