დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/27 11:35:45

ქუთაისის განათლების განვთარების და დასაქმების ცენტრმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დასაქმების ფორუმი მოაწყო. ღონისძიებას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი, ევროკავშირის ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სტორკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


დასაქმების ფორუმში  40 პოტენციური დამსაქმებელი და 50-მდე სამუშაოს მაძიებელი შშმ პირი იღებდა მონაწილეობას. პოტენციური დამსაქმებლები საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორიდან იყვნენ წარმოდგენილები. ღონისძიების მსვლელობისას პოტენციურ დამსაქმებლებს სამუშაოს მაძიებლებთან პირადი გასაუბრებისა და მათი უნარების შეფსასების საშუალებაც ჰქონდათ.  


პოტენციურმა დამსაქმებლებმა ასევე, მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომელიც საგადასახადო კოდექსში შშმ პირთა დასაქმების და მეწარმეთა წახალისების მხარდამჭერი ინიციატივების შემუშავებას ეძღვნებოდა.


 

ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შშმ პირთა პროფესიული განათლების და დასაქმების საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია