დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონებს შორის საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი აჭარაა
2014/11/27 10:16:06

პორტალმა BPI მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო რეგიონი აჭარაა.

 

გამოკითხვა „საქართველოს რომელი რეგიონი მიგაჩნიათ საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველად“ 2014 წლის 26 ოქტომბრიდან – 26 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში 182–მა რეპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობა, 30,2% საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველ რეგიონად აჭარას (ბათუმი) ასახელებს.

 

მეორე ადგილზე კახეთი (თელავი) 15.4%–ით მოხვდა, მესამეზე კი 11%–ით რაჭა–ლეჩხუმი (ამბროლაური).

 

შემდეგ პოზიციებზეა იმერეთი – ქუთაისი - 10.4%; სამეგრელო – ზუგდიდი - 9.9%; შიდა ქართლი – გორი - 6%; მცხეთა–მთიანეთი – მცხეთა - 4.4%; სამცხე – ჯავახეთი – ახალციხე - 3.8%; ქვემო ქართლი – რუსთავი - 0.5%.

 

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციოდ ყველაზე ხელსაყრელ რეგიონად, ექსპერტთა გარკვეულ ნაწილიც აჭარას ასახელებს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონში ინვესტიციების მოცულობა 25%-ით გაიზარდა და 183,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 45% ტურიზმის სექტორზე მოდის, მშენებლობა – 34%, ენერგეტიკა – 14%, სოფლის მეურნეობა – 3%, მრეწველობა – 1%, სხვა დარგები – 3%.

 

2013 წლის წლიური და 2014 წლის 9 თვის ჯამურ მონაცემებით, აჭარაში ინვესტიციების მოცულობამ 378 423 182 აშშ დოლარი შეადგენა.

 

იზრდება ბიზნეს სექტორის ბრუნვა და გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელიც. რეგიონში 2014 წლის პირველ ნახევარში ბიზნეს სექტორში ბრუნვის მაჩვენებელი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50,5% -ით არის გაზრდილი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 23,4%-ით.

 

2012 წელის I ნახევარში ბიზნეს სექტორში ბრუნვის მაჩვენებელმა 857,1 მლნ ლარი შეადგინა, 2013 წელი I ნახევარში კი 1091,2 მლნ ლარი. რაც შეეხება  2014 წელის I ნახევარში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1290,2 მლნ ლარს მიაღწია. 

 

წყარო: http://www.bpi.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია