საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"დავგმოთ ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა მიმართ ძალადობა"- შეხვედრა ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/26 13:23:13

საქართველოს "ზიანის შემცირების ქსელისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზის" ორგანიზებით, დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდა გაიმართა, თემით: "ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა მიმართ ძალადობა და აივ შიდსის  პროფილაქტიკა და ზიანის შემცირების პროგრამები".


ორგანიზაცია "ახალი გზის" ქუთაისის ცენტრის კოორდინატორის, ზაზა ქარჩხაძის განცხადებით, კანონი რაც შეიძლება ჰუმანური უნდა იყოს ნარკოდამოკიდებულ ქალთა მიმართ.


"კანონმა უნდა დაიცვას ძალადობის მსხვერპლი ნარკოდამიკიდებული ქალები, შედარებით ლოიალური უნდა იყოს და შეამციროს დასჯის ფორმები, საზოგადოების ყველა ფენა კი კარგად უნდა იყოს ინფორმირებული, რათა თავადაც დაგმოს ქალთა მიმართ ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკებზე არიან დამოკიდებული, მაინც ქალები არიან და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს. ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ფაქტებზე, ორგანიზაცია "საქართველოს გზა" მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს და მომავალშიც არა ერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი,"-განაცხადა ზაზა ქარჩხაძემ.

 

 

შეხვედრას მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ექიმები  ესწრებოდნენ.  გაიმართა დისკუსია ასევე განიხილეს კეისები. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1834
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია