დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკომ იმერეთის სასწრაფო დახმარების ცენტრებს ახალი რეანიმობილები გადასცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/26 08:36:10

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,იმერეთის სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები გადასცეს.


სასწრაფოს ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 30 მაღალი გამავლობის, ბარის ტიპის რეგიონებში კი - საშულაო გამავლობის 8 ავტომობილი გადანაწილდება.


დავით სეერგეენკოს განცხადებით, ახალი, თანამედროვე  ტიპის რეანიმობილები სასწრაფოს მუშაობას გააუმჯობესებს. 2014 წლის ბოლომდე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად, საშუალო გამავლობის 80  და მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.


რეანიმობილების გადაცემის პროცესი 29 ოქტომბერს დაიწყო. 24 ავტომობილი  სამედიცინო დახმარების 9 რაიონულ ცენტრში გადანაწილდა. ქუთაისს პირველ ჯერზე 5 ავტომობილი გადაეცა. დამატებით 5 რეანიმობილს მიიღებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია