საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საბიუჯეტო კოდექსში შესულმა ცვლილებამ, შესაძლოა, „ატკატების“ მანკიერი სისტემა დააბრუნოს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/25 12:07:38

საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულ კანონპროექტრს, რომელიც საბიუჯეტო კოდექსში შესატან ცვლილებას გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობა“ აპოტესტებს.


 როგორც საპარლამენტი უმცრესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პარლამენტში განსახილველად შესული საბიუჯეტო ცვლილება არის დეკრეტი თვითმმართველობების გასაუქმებლად. მისივე თქმით, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში თვითმმართველობები დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას დაკარგავენ.


„საბიუჯეტო კოდექსი ჩვენი მმართველობის დროსაც არ იყო იდეალური, მაგრამ ის ცვლილება, რაც ახლა მინდინარეობს, არის ნამდვილი კატარსტროფა და საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს. კანონპროექტში შესული ცვლილებით, არცერთ არჩეულ მერს და გამგებელს საშუალება არ ექნება მათი მუნიციპალიტეტსთვის ფორმალურად გამოყოფილი  თანხა საკუთარი ქალაქის ინტრესების შესაბამისად თავადვე განკარგოს, არამედ ელემანტარული პასტის და ფურცლის შეძენასაც კი ხელი ფინანსთა მინსიტრმა უნდა მოაწეროს.


რაც პროცესის დროში გაწელვას გამოიწვევს, მეორე მხრივ შექმნის მორჩილ საჯარო მოხელეს, რომელიც მხოლოდ ცენტრს დაემორჩილება,   ვინაიდან არსებული ცვლილებით ფინანსთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა საპროგნოზო მაჩვენებლების და ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ნებისმიერ მოთხოვნაზე უარი თქვას. რაც გამოიწვევს თვითმმართველობების მუშაობის პარალიზებას. მსგავსი სახის კანონპროექტი საბჭოთა კავშირის და შევარდნაძის მმართველობის დროს არსებობდა. მოხდება ბიუჯეტის კრიზისი, რამაც შესაძლოა  „ატკატების“ და „ჩათვლების“ მანკიერი სისტემა დააბრუნოს. მარტივად, რომ ვთქვათ, თვითმმართველობა იქნება ჭირვეული ბავშვის, ფინანსთა მინისტრი კი მისი მეურვე, რომელსაც კანონირი უფლება ექნება ბავშვის ნებისმიერი მოთხოვნა დაბლოკოს“–განაცხადა თევდორაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია