დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/24 15:51:36

რადიოძველ ქალაქში დღეს გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა.


გენდერის მედიაცენტრი არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს საშუალებას მისცემს მიიღო ყელა საჭირო ინფორმაცია გენდერული თანასწორობის შესახებ.


"გენდერის მედიაცენტრის მიზანია, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იქნება ეს ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტიები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, მიაწოდოს ყელა საჭირო ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერისა და არჩევნების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამებისა და აქტივობების, ასევე მედიაში გენდერული თანასწორობს და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების დაწესების შესხებ,"-მედიაცენტრის დირექტორმა განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა.


მედიაცენტრი პროექტისერთად გენდერული თანასწორობისთვისფარგლებში გაიხსნა,  რომელსაც ახორციელებსჟურნლაისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისმხარდაჭერით.


ქეთი ბერძენიშვილოის თქმით, გენდერის მედიაცენტი საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნება ესენია: თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ახალციხე, ზუდგიდი, ოზურგეთი და ბათუმი.


მედიაცენტრები იფუნქციონირებს ამ რეგიონებში მომუშავე მედია ორგანიზაციებში და მათ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები უხელმძღვენელებენ.

 

"გენდერის მედიაცენტრის ორგანიზაბითა და ინიციატივით გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება გენდერული თანასწორობის გაძლიერების და არჩევნებში ჩართული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე. იმუშავებს მედიაცენტრის ცხელი ხაზი, რომელის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეეძლება მედია მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ან გენდერული ძალადობის ფაქტების შესახებ,"- განაცხადა ქეთი ბერძნიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია